დავით ადამია:  

დავით ადამია:  "20 ივნისის არეულობა  გარკვეული პოლიტიკური ძალის რევანშის ცინიკური და სისხლიანი მცდელობა იყო

"20 ივნისის არეულობა უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალის რევანშის ცინიკური და სისხლიანი მცდელობა" - აცხადებს „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია

„ეს ძალა ძალაუფლების წყურვილით ისეა შეპყრობილი, რომ მზად არის ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის მორევში ჩაითრიოს. ამ ძალას ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებში არაორაზროვნად და მტკიცედ უთხრა უარი. გარკვეულ ძალებს ხელს არ აძლევთ ახლანდელი მთავრობა, რომელიც რთულად უმკლავდება წინა რეჟიმის დანატოვარ მემკვიდრეობას. შედეგად პარლამენტის შენობის ძალის გამოყენებით აღების მცდელობა ვნახეთ" - აცხადებს ადამია.

მისი თქმით, პოლიცია იძულებული გახდა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის დასაცავად კანონიერი საშუალებები გამოეყენებინა.

„რომელ ქვეყანაში მოიქცეოდნენ სხვანაირად ოფიცრები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული, რომ სახელმწიფოს დაიცავენ? თუ 20 ივნისს ერთი რომელიმე ძალის წარმომადგენლები ეცდებიან  ძალით შევარდნას, 21-ში ამას სხვებიც მოინდომებენ. მაშინ რა საჭიროა კანონი? იქნებ ეს დემოკრატიაა? არა, ეს ანარქიაა, გზა, რომელსაც არსად მივყავართ. ამის შემდეგ ვნახეთ მასების ცნობიერებით მანიპულირების მცდელობა. ვნახეთ, როგორ ცდილობდა უმცირესობა ანტირუსული ისტერიის ტალღის აგორებას. რაც უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, მით უფრო გაუადვილდებათ ამ ძალებს ხელისუფლებისკენ მიმავალი გზის მოსუფთავება. უპასუხისმგებლო და ავანტურისტული განცხადებები იმ ადამიანებისაგან გვესმის, ვისაც ბურთულიან კალამზე უფრო მძიმე საგანი არასოდეს აუწევია. ისინი ამბობენ, თუ რას უზამენ რუსეთში გასატან ქართულ ღვინოს. რა არის ეს, თუ არა ქართველი ერის არსში ჩაფურთხება. ჩვენ ხომ ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ ჩვენთვის ღმერთისგან ბოძებული მიწა მეღვინეობის სამშობლოა. ამით ხომ ძლიერი სილა გააწნეს კახელ მეღვინეებს, რომელთა თაობები ვაზს მუხლჩაუხრელად უვლიან. ესენი უპასუხისმგებლო, მყვირალა ხალხია, ვინც სწორედ იმ პოლიციისაგან ითხოვს დაცვას, რომელსაც 20 ივნისის მიტინგის ხისტი დაშლისათვის აკრიტიკებს, როცა ხედავს, რომ ხალხი მათი პირიდან ამოსული სიტყვებისათვის პასუხის გაცემას ცდილობს. რა არის ეს, თუ არა ფარისევლობა და ფარსი?- ამბობს ქართველი ემიგრანტი.

trampi ანარხია..................... ესააა დემოკრატიიის ზეიმი
ანუ ......................... ვისი ვისსაშია .......................
ანუ.................................... როგორ დავწნათ გოდორი
4 წლის უკან