დავით ადამია გიორგი გაბუნიას მონოლოგზე - ნათელია, რომ მომხდარი ამ ფსევდოჟურნალისტის ჩანაფიქრი არ არის.

დავით ადამია გიორგი გაბუნიას მონოლოგზე - ნათელია, რომ მომხდარი ამ ფსევდოჟურნალისტის ჩანაფიქრი არ არის.

 მას ეს უკარნახეს და ეს კავკასიაში მდგომარეობის გამწვავებისა და დესტაბილიზაციისაკენ მიმართული კამპანიის ნაწილია

გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აფასებს.

„რუსთავი2-ის წამყვანის მონაწილეობით მომხდარი სკანდალი აშკარად მიანიშნებს საქართველოში ამჟამად არსებულ პრობლემებზე. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ ამ სუბიექტის ქმედება დაუყოვნებლივ და არაორაზროვნად შეაფასა. ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახავია ის, რაც იკადრა გიორგი გაბუნიამ, რომელიც თავის თავს ჟურნალისტსა და ქართველს უწოდებს" - ასე პასუხობს დავით ადამია შეკითხვას - რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სკანდალური ეთერი რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის და  იზიარებენ თუ არა ისინი ადამიას მოსაზრებას?

მისი თქმით, ნათელია, რომ მომხდარი ამ ფსევდოჟურნალისტის ჩანაფიქრი არ არის. მას ეს უკარნახეს და ეს კავკასიაში მდგომარეობის გამწვავებისა და დესტაბილიზაციისაკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.

„სად არის მორალური ზღვარი, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ უნდა გადააბიჯოს? თუ პიარისთვის ყველაფერი დასაშვებია და ხალხის ინტერესებს დღეს მნიშვნელობა არ აქვს? - სვამს კითხვებს დავით ადამია.

"შეხედეთ ამ სუბიექტს. ხედავთ მასში რამე ქართულს? ქართულად ნამდვილად საუბრობს, მაგრამ სხვა არაფერი. მას ალბათ დაავიწყდა, რა არის ჟურნალისტიკა და არ იცის, რა არის საქართველო, ვინ არის ქართველი. ამიტომ თავს უფლებას მივცემ ჩვენი გმირული ისტორია გავიხსენო.ქართველი ნიშნავს სიმამაცეს, ტრადიციას, პატივისცემას, სიტყვას და რწმენას. ეს არის თამარ მეფე, პეტრე ბაგრატიონი და ილია ჭავჭავაძე. წარმოგიდგენიათ, რომელიმე მათგანს ეს სიბინძურე წამოსცდენოდა? მე ვერ წარმომიდგენია. განა ასე იქცეოდნენ საქართველოს ნამდვილი შვილები? გაიხსენეთ ცოტნე დადიანისა და შალვა ახალციხელის საგმირო საქმეები. აი, ვიზე უნდა ვისაუბროთ და მაგალითებად მოვიყვანოთ. ისინი საქართველოსათვის საკუთარ თავსა და ახლობლებს სწირავდნენ" - ამბობს ადამია.

არაგველი641 ის ტექსტი რაც წაიკითხა ქვეყნის მტერმა გაბუნია-ვირიშვილმა, არც მეტი არც ნაკლები - პუტინის დაწერილია და მიხუილოს მეშვეობით მიეწოდა გვარამია-გაბუნია- ვირიშვილებს!
4 წლის უკან