მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს ოლიგარქს უწოდებს, რომელიც “ხელისუფლებაში შეძრომას ცდილობს”

მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს ოლიგარქს უწოდებს, რომელიც “ხელისუფლებაში შეძრომას ცდილობს”

საქართველოს ექს- პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მამუკა ხაზარაძეს “ფულის ტომარა ოლიგარქს” უწოდებს, რომელიც “ხელისუფლებაში შეძრომას ცდილობს”.

სააკაშვილის თქმით, ოლიგარქების დრო ყველა ქვეყანაში სრულდება. სააკაშვილის თქმით, ხალხი შეძლებს რეჟიმის დასრულებას.

“ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არდახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. რა თქმა უნდა, აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მქონე მთავრობის ჩამოყალიბება და ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს – ძველი ოლიგარქი და თუნდაც ახალი ოლიგარქები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ, იგივე (მამუკა) ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს (თავისი ქვეყნის) ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველოს”, – ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის,9 ივლისს, მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

მამუკა ხაზარაძის თანახმად, “მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება”.

თამაზი მიხო, შენ დედა ერთ ადგილზე აეთქებულო, უკრაინელი ხარ და მიხედე უკრაინას, დაგვანებე ნაზირალავ ქართველებს თავი.
4 წლის უკან