დავით ადამია:  

დავით ადამია:  "ნებისმიერი მოვლენის შეფასებისას მთავარი საზომი ჩვენი პატრიოტიზმი და სიამაყეა"

„ყოველმა ჩვენგანმა გულწრფელად უნდა უპასუხოს შეკითხვას: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, თუ მე ვარ ქართველი, წინაპრებისტრადიციების მატარებელი?" -ამბობს „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში  გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატისხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია.

რა არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად? ადამია პასუხობს:

"პროპაგანდით. ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გულისა და გონებისათვის ბრძოლა ახლა ინტერნეტსა და ტელევიზორებშია გაჩაღებული,იქ კი თვითქმის ყველგან პროპაგანდაა. საქართველოში ტელევიზორი რომ ჩავრთოთ, რას დავინახავთ? სად არის ქართული კულტურა? სად არის ჩვენი ფასეულობები? ცდილობენ, ისინი დაივიწყონ. ოჯახის, ფესვებისა და ტრადიციების გარეშე დარჩენილ გლობალისტურ საზოგადოებაში ისინი ხომ არავის სჭირდება. ამიტომ, ცხადია, პროპაგანდით უნდა დავიწყოთ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ოჯახური ღირებულებების, ნებისმიერი ნაბიჯის საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროპაგანდით. უნდა გვახსოვდეს, რა გვაერთიანებს ყველა ქართველს, მიუხედავად იმისა, თუ სადვცხოვრობთ. ჩვენმა ერმა თავისი ღირსება, ენა, კულტურა და ჯვარი მრავალ საუკუნესა და ომს გამოატარა. წარსულის გარეშე მომავალი ვერ იარსებებს. ჩვენ გავუძელით და გადავრჩით, შევინარჩუნეთ საკუთარი ცხოვრების წესი, ტრადიციები და რწმენა. ნებისმიერი მოვლენის შეფასებისას მთავარი საზომი ჩვენი პატრიოტიზმი და სიამაყეა" - აცხადებს დავით ადამია.

 

სოციალისტი ა ბიჯო კაცი! ღმერთა გაგახაროს და გაგაძლიეროს! ყოჩაღ ამ ადამიანის მშობლებს და წინაპრებს!
4 წლის უკან
სოციალისტი ა ბიჯო კაცი! ღმერთა გაგახაროს და გაგაძლიეროს! ყოჩაღ ამ ადამიანის მშობლებს და წინაპრებს!
4 წლის უკან