ივანიშვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეეცოდება, როცა აქედან გადახვეწა მოუწევს

ივანიშვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეეცოდება, როცა აქედან გადახვეწა მოუწევს

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ამიერიდან სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეეცოდება, როცა აქედან გაიქცევა.

“ივანიშვილის ყოველი ასეთი ინტერვიუ ამიერიდან ერთადერთ რამეს ნიშნავს: სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეეცოდება, როცა აქედან გაქცევა, გადახვეწა მოუწევს, ან ციხეში ამოლპება. მეტ შეფასებას მაგ თავზეხელაღებული ნაძირალას ინტერვიუ არ იმსახურებს”, წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაში  ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.

 

 

სოციალისტი მთლად დაკარგა ამ ქალმა ადეკვატურობა! ახლა ეს გიჟი არ არის?! ქვეყნისათვის, ქართველი ხალხისათვის დღე და ღამ გარჯაში მყოფი ივანიშვილი სადღაც უნდა გადაიკარგოს, ხოლო ამან და ამისმა ქმარმა, ამ უქნარებმა და ავყიებმა კუდი ყავარზე გადონ?!
4 წლის უკან
სოციალისტი ნამდვილი ნაძირალაა!
4 წლის უკან