ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდება 2020 წელს როგორც ესაა დადგენილი კონსტიტუციით

ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდება 2020 წელს როგორც ესაა დადგენილი კონსტიტუციით

როგორც მოგეხსენებათ შემდეგი არჩევნები ჩატარდება, პროპორციული სისტემით, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში. ასეთ დროს, ბუნებრივია, ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კუალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოებრივი მიზნები და ამოცანები და ბუნებრივია, ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიცია.

ასეთი რამე ორჯერ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და იმისათვის, რომ არასოდეს აღარ განმეორდეს ასეთი რამ საქართველოში ჩვენ, კონსტიტუციაში შევიტანეთ საგანგებო ცვლილება. კონსტიტუციაში წერია, რომ კანონითაც კი არის დაუშვებელი, ნებისმიერი წარმომადგენელობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება, შესაბამისად, ვინმე ასეთ რამეს თუ განიზრახავს, ეს პირდაპირ იქნება წინააღმდეგობაში კონსტიტუციის ახლარ რედაქციასთან. არჩევნები ჩატარდება 2020 წელს როგორც ესაა დადგენილი კონსტიტუციით.