აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას

აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ პარტიულ საქმიანობას“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
 
აჭარაში რეგიონული პარტიული ორგანიზაცია ფუძნდება პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, კერძოდ ფუძნდება აჭარის რეგიონური ორგანიზაცია, რეგიონული პარტიული ორგანიზაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, შესაბამისად ეს დაგვეხმარება, რომ აჭარაში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიული საქმიანობა, კოორდინაცია ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. ზოგადად, ჩვენ, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ წინა საარჩევნო სამზადისზე და გააქტიურდება პარტიული მუშაობა, რა თქმა უნდა იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მათ შორის საკადრო ცვლილებები, ჩატარდება პარტიული კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში, არჩევნებამდე ჩატარდება ასევე, პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ უკვე საპარლამენტო არჩევნებს და ასევე აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს.