პარტიის საქმიანობაში ვაპირებ მუშაობას არჩევნების ბოლომდე და საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

პარტიის საქმიანობაში ვაპირებ მუშაობას არჩევნების ბოლომდე და საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე: პარტიის საქმიანობაში ვაპირებ მუშაობას არჩევნების ბოლომდე და საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს არის პირველ რიგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადასაწყვეტი, როგორც მოგეხსენებათ ეს საკითხი არის მოწესრიგებული აჭარის ავტონომიული რესპუბლიკის კონსტიტუციით და თუ იქნება ასეთი ინიციატივა ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობისთვის უმაღლეს საბჭოს წევრებთან ერთად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებთან ერთად. მე დეტალებში აღარ მინდა შესვლა, იყო გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, შევთავაზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და, საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, რატომ, როგორ, ამაზე მსჯელობა მე მგონი დღეს აღარ არის საჭირო, მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.

მე ვაგრძელებ აქტიურად მუშაობას პარტიული მიმართულებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვფიქრომ, რომ მაშინ ეს იყო ყველა გარემოების გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილება.