“გერმანიაში მყოფი ქართველები უცხოელებს საკუთარ თავს რუსებად აცნობენ… „იზვინიტე” არ დაგიმეგობრებთ…

“გერმანიაში მყოფი ქართველები უცხოელებს საკუთარ თავს რუსებად აცნობენ… „იზვინიტე” არ დაგიმეგობრებთ…

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გერმანიაში მყოფი ქართველები შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ამბობენ, რომ რუსეთიდან არიან.

„სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე – „ვე არ იუ ფრომ” – გერმანელებს სიამაყით პასუხობს: – „რაშა”. რომ ვკითხე „ვას ისტ დას“ და როგორ არ გრცხვენიათ -მეთქი, ძალიან ბედნიერად მიპასუხეს, რომ საქართველო არ იციან და ასე უადვილდებათ ახსნა.

ხოდა, ვიჯექი და ყველგან: მუზეუმში, “ირიშ პაბში”, ამ ჩემ გერმანელებს ტექსტებს ვაზეპირებინებდი ჩვენი უნიკალური ქვეყნის, ანბანის და მადლობა ღმერთს, ბევრი გვაქვს მოსაყოლი სხვა უნიკალური ღირსების შესახებ…

გერმანელი რომ გეტყვის არ ვიცოდით და მადლობა რომ გაგვაცანიო ქართველს რატომ უნდა დაეზაროს ახსნა და რუსეთს ამოეფაროს?!- ხოდა, ბოლოს რომ მეკითხებოდნენ შენ თავად რა გვარი ხარო -ეგ იყო ყველაზე სახალისო ფინალი ამ სამწუხარო ისტორიაში. დილა მშვიდობისა საქართველო! გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთაც.

პ.ს . ვერ გთაგავთ „იზვინიტე არ დაგიმეგობრებთ, სანამ „ნაშა რაშა” ჩემს საქართველოდ არ გადაიქცევა თქვენთვის”, – წერს გიუნტერი სოციალურ ქსელში.