ბიძინა ივანიშვილი:  სექტემბრიდან მეტად გავაქტიურდებით, „ქართული ოცნებიდან

ბიძინა ივანიშვილი:  სექტემბრიდან მეტად გავაქტიურდებით, „ქართული ოცნებიდან" მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას 

სექტემბრიდან მეტად გავაქტიურდებით, „ქართული ოცნებიდან" მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების"თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჯერ საჯაროდ არ განგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასულია რეგიონებში, უფრო მეტად მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან გაცილებით მეტად აქტიურები ვიქნებით. მაქსიმალური რაოდენობა „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან, საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას. მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეგიონებში ყველას აშფოთებს გზა, წყალი, კანალიზაცია და სხვა. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში. მოვახერხებთ, რომ წლის ბოლომდე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციებით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.