ბიძინა ივანიშვილი:  გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობას

ბიძინა ივანიშვილი: გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში

გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, ამიტომ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლოცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და გვარს ვერ გავიხსენებ, „ფე-ეს-ბეს" ყოფილი თავმჯდომარე, კავალიოვი? 2016 წელს მოხდა ეს, მაშინ სად იყავით? სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იყვნენ? სად იყავით მაშინ? ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა თითქოს იმედი „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ. ეს იყო 2016 წელს. გეკითხებით, იცით, რომ სლოცკი იყო საქართველოში? იყო „ფე-ეს-ბეს" ყოფილი შეფი, როგორც დეპუტატი. სად იყავით მაშინ?", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.