გია გაჩეჩილაძე მაესტროსთვის ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ მან გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა,
„ირაკლი რუხაძეს მინდა მივმართო. ზუსტად მან აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ „მაესტრო" იქნებოდა ჩემს მართვაში და მე გავაკეთებდი ისეთ არხს, როგორიც დღეს საზოგადოებას სჭირდება. მე მაინც მივაღწევ ამას, ყველა ვარიანტში. მე მას მარტო იმიტომ არ დავუდექი გვერდზე, რომ ირაკლის ეყიდა ეს არხი. მე ვთვლიდი, რომ რეკლამა არ უნდა წასულიყო „რუსთავი 2"-ზე... მე განვიცდი, რომ „მაესტრო" ახლა გაყინული არხია, იმასთან შედარებით, როგორც მიდიოდა და ვითარდებოდა. სულ სხვა ფორმატის გაკეთებას ვაპირებდი მე მანდ... რაც იყო მოლაპარაკებული, მე იმაზე გადამაგდეს... მე მქონდა პრეტენზია, რომ „მაესტრო" ყოფილიყო ნომერ პირველი არხი საქართველოში და მე ამისთვის მაინც ვიბრძოლებ", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
გადაცემის მსვლელობისას მან განმარტა, რომ პოლიტიკურად გააქტიურებას არ გეგმავს, მაგრამ აპირებს გააქტიურებას ტელესივრცეში და ახალ გადაცემას აანონსებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ამას რომელ ტელევიზიაში გააკეთებს.