“ეს რა მახინჯი პოპულიზმია? – როგორ ვახერხებთ ყველაფრის მარაზმის ქვემოთ დაყვანას?

“ეს რა მახინჯი პოპულიზმია? – როგორ ვახერხებთ ყველაფრის მარაზმის ქვემოთ დაყვანას?

“სუხიშვილების” ყოფილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ, საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი მოსწავლეებთან ერთად თვალზე ხელაფარებული ასრულებს ცეკვას. ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ქორეოგრაფის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. თეა დარჩიას ქმედება საზოგადოების ნაწილმა მწვავედ  გააკრიტიკა, მათი აზრით, მან ბავშვთა უფლებები დაარღვია და ბავშვთა უფლებების დამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

ქორეოგრაფს ასევე შეახსენეს 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციების დარბევა, ვინაიდან, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი წერს, მაშინ თეა დარჩიას მსგავსი პროტესტი არსად უნახავთ.

სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას თეა დარჩიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე უპასუხა:

“მე არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი”. მე ქართველი ვარ, რომელიც ცეკვით გამოხატავს პროტესტს ნებისმიარი ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ!!!”, – წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.

თეა დარჩის ქმედება ჟურნალისტმა ანი კიკნაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე შეაფასა:

“როგორ ვახერხებთ ყველაფრის მარაზმის ქვემოთ დაყვანას? ეს რა მახინჯი პოპულიზმია? ამ ბავშვებს არ ესმით რას აკეთებინებენ და არ შეიძლება!!!”, – წერს ანი კიკნაძე”ფეისბუქზე”, პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებელთა საპასუხოდ დასძენს:

-“არ არის სწორი პატარა ბავშვების ცხოვრებაში ასეთი დოზით და ასეთი ფორმით შეაჯლიგინო პოლიტიკა, თან იმიტომ კი არა ბავშვები რომ მოქალაქეებიად გაიზარდონ, არამედ იმიტომ რომ შენს სასტავში გულიკები დაგიწერონ პოსტზე და დაწინაურდე სიყალბეში. გთხოვ ახლა, არ დამიმტკიცო რომ ეს წმინდა მოქალაქეობრივი ჟინით განმსჭვალული მუხტია”

thrgg@yahoo.com ეჰ თეა,თეა, რამდენს აურია რამსები ნაცსექტამ და რამდენს აურევს კიდევ, სამწუხაროა რომ შენც მათ რიგში აღმოჩნდი... მაგრამ ბავშვები რა შუაშია არიან?!... ამაზე არ დაფიქრდი არა?!...
4 წლის უკან