"ჯანმრთელობის მისაწვდომობა და სამედიცინო სერვისების ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება არის ჩვენი ხელიუსლების უმთავრესი ამოცანა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება

მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი არის რეალური შეღავათი ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად გააჩნია.

მინდა გამოვეხმაურო და პოზიტიურად შევაფასო საქრთველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივა, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებებს უკავშირდება. გაფართოვდა სამიზნე ჯგუფი და ამიერიდან ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელ 35 დასახელების მედიკამენტს შეძენას სოციალურად დაუცველი ადამიანების გარდა, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შესძლებენ. მსგავსი გადაწყვეტილებები პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე და კეთილდღეობაზე.

ჯანმრთელობის მისაწვდომობა და სამედიცინო სერვისების ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება არის ჩვენი ხელიუსლების უმთავრესი ამოცანა, სადაც 2012 წლის შემდეგ ყველამ ერთად არა ერთ წარმატებას მივაღწიეთ. აღნიშნული ცვლილება, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს, უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს პროგრამაში და მედიკამენტების შესაძენად გადადებული თანხა, საჭიროებისამებრ, სხვა მიმართულებით მოიხმაროს.