ელისო ჯობავა ნიკა გვარამიას: ხომ დამინახე შენი ტელევიზიით, მესაფლავედ რომ გამომაცხადეს, რატომ არ შეგიტოკდა გული?

ელისო ჯობავა ნიკა გვარამიას: ხომ დამინახე შენი ტელევიზიით, მესაფლავედ რომ გამომაცხადეს, რატომ არ შეგიტოკდა გული?

აფხაზეთიდან დევნილი, ელისო ჯობავა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს:

მივმართავ ცრუ რუსთავი 2 ის დირექტორს გვარამიას. ნიკა შვილო! ასეთი დედის შვილი რატომ გახდი ასეთი ბოროტი! (აცხონოს იზო უფალმა). ასეთი არ იყავი სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში.მასწავლებლები ამაყობდნენ შენით!რატომ არცხვენ სკოლას და დედაშენის საფლავს,რომ გიტრიალებენ საფლავში! მენანები შვილო ძალიან.რამ გაგაბოროტა,რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა! არც დევნილი გეცოდება.შენც ხომ დევნილი ხარ ჩემსავით.შენმა ტელევიზიამ ცრუ ინფორმაცია რომ მიაწოდა ხალხს!ხომ დამინახე ტელევიზიით,რატომ არ შეგიტოკდა გული! მესაფლავედ რომ გამომაცხადეს! დიახ,გახარია ჩემი მინისტრია,ათასჯერ გავიმეორებ! არ გადადგე ბატონო მინისტრო! - წერს ელისო ჯობავა. 

thrgg@yahoo.com არ შეუტოკდება იმიტომ რომ უსისხლოები არიან...
5 წლის უკან