სალომე სამადაშვილი ოთო კახიძეზე: მსგავსი განცხადების გაკეთება ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო

სალომე სამადაშვილი ოთო კახიძეზე: მსგავსი განცხადების გაკეთება ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი თავის თანაპარტიელ ნიკა მელიაზე „ევროპული საქართველოს" დეპუტატის ოთო კახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მძიმე პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.

„ვფიქრობ, ეს განცხადებები დღეს ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ პროცესებს, რომლებიც აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. ამას კი სჭირდება ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება და ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. ვფიქრობ, მსგავსი განცხადების გაკეთება მისი მხრიდან ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა

„ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ოთო კახიძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ, როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას მისცა საბაბი, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.