თეა დარჩიას პროტესტი, რომელიც მისი სტუდიის ბავშვებთან ერთად ცალ თვალზე ხელაფარებულ ცეკვაში გამოხატა, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებების მიზეზი გახდა.
ქორეოგრაფი არასრულწლოვანი ბავშვების უფლების დარღვევისთვის გააკრიტიკეს და ბავშვთა უფლებების დამცველებს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვეს.
სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას თეა დარჩიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე უპასუხა:
“მე არც “ნაცი” ვარ და არც “ქოცი”. მე ქართველი ვარ, რომელიც ცეკვით გამოხატავს პროტესტს ნებისმიარი ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ!!!”, – წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.