“როგორი ცხადი, ცალსახა და თვალსაჩინო კონფრონტაციაა…”

“როგორი ცხადი, ცალსახა და თვალსაჩინო კონფრონტაციაა…”

გუშინ, ზუგდიდის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში, ვლაქერნობის წირვის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.

წირვის შემდეგ სამღვდელოების წარმომადგენელს კითხვით მიმართა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა მეუფე შიოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის პოლიტიკა ევროკავშირის “ცოდვილი” პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეა, და ღმერთს პუტინის შენდობას სთხოვს.

რაზეც უპასუხეს, რომ ამ კითხვით მეუფისთვის მიემართა.

ინციდენტის დროს ერთ-ერთმა სტიქაროსანსა და ჟურნალისტის შორის დაპირისპირება მოხდა.

მედიის მიერ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პიარის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“სტიქაროსანი ჟურნალისტს *ფიზიკურად* დაუპირისპირდა” – ვკითხულობთ ერთ-ერთი მედიასაშუალების ჰედლაინში.

როგორი ცხადი, ცალსახა და თვალსაჩინო კონფრონტაციაა:

ერთ მხარეს – სტიქაროსანი, მეორე მხარეს – რ2-ის ჟურნალისტი.

ეპოქის მაჯისცემა გუგუნებს ამ ჰედლაინში – ცივილიზაციური ჯახი ცივი ფაზიდან ცხელში გადაედინება და ჩვენი პროვინციული ყოფის აუტანელი სიმსუბუქეც ამ ტრანსფორმაციის კვალდაკვალ მძიმდება”, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

მეუფე შიოსთან კითხვები ჰქონდა მედიას დავით გარეჯზე, სხალთის ეპისკოპოსის, სპირიდონის ქადაგებას, მიმართულს ვლადიმირ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

მეუფემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ტაძრის ეზო კომენტარის გარეშე დატოვა.

გამი თუ ეს ნაცვლიშვილი მართლა "ოცნების" პიარის ხელმძღვანელია, მაშინ გასაგებია რაც ჭირს ოცნებას! ამ ნეხვის გარდა კაცი ვერ იპოვეს?! ხომ ააშენა "ოცნება" ბიგვავას ეგზიტპოლმა პრეზიდენტის არჩვენების დროს, ჰოდა ახლა ელოდეთ ნაცვლიშვილის "სუპერ პიარებს"! ვაი, თქვენს პატრონს!
4 წლის უკან