წერილი თაკო ჩარკვიანს

წერილი თაკო ჩარკვიანს

ჟურნალისტ იოსებ ჭუმბურიძის ღია წერილი თაკო ჩარკვიანს.

“ვერ ვიცრუებ: თქვენ არ მეცოდებით. ჯანსუღ ჩარკვიანი მეცოდება. ყველაფრის მიუხედავად მეცოდება. იმის მიუხედავად, რომ ყველა ხელმწიფის ნავში იჯდა და ყველა ცეკასა და რაიკომის მდივანთან მეგობრობდა.

იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ღადაობდა – პარლამენტში, მწერალთა კავშირში, რესტორანში, ქორწილში, დაკრძალვაზე… სხვათა შორის, მთაწმინდის გამოც მეცოდება.

დღევანდელ საქართველოში ორ კაცს ამადლიან სამუდამო განსასვენებელს:

ჯაბა იოსელიანს – დიდუბეს;

ჯანსუღ ჩარკვიანს – მთაწმინდას.

არადა, მთაწმინდაზე ოცნებაც არ გაუბედავს.

ლადო ასათიანი და მურმან ლებანიძე დიდუბეში წვანან, ჯანსუღ ჩარკვიანი – მთაწმინდაზე?! ამას ვინმე როდესმე შეურიგდება?! რატომ ჩააგდეთ ამ დღეში პირადად თქვენ და ბიძინა ივანიშვილმა?!

და ახლა იმ კაცს ებრძვით, ვინც თქვენს დაჟინებულ თხოვნასა და მიგზავნილ კაცებს, უარი ვერ უთხრა?! არა, არ ვამართლებ: უარი უნდა ეთქვა.

***

ილიასთვის არც ფილიპე მახარაძეს უსვრია და არც ნოე ჟორდანიას, მაგრამ ილიას მკვლელობა იდეურად მათ შეამზადეს. ამიტომ ისინიც ილიას მკვლელები არიან.

გაუგონარი ცინიზმი და მკრეხელობა იყო, ილიას გვერდით მისივე მკვლელი რომ მიუწვინეს.

თითქმის ასეთივე მკრეხელობაა ზვიად გამსახურდიას გვერდით ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა. ნუ იტყუებით და ნუ ამბობთ, მწერალთა კავშირიდან ზვიადის გარიცხვას ხმა არ მისცაო. ხმა იმიტომ არ მისცა, რომ იმ სხდომას არ ესწრებოდა.

და სად იყო? მოსკოვში! თუნდაც ხმა არ მიეცა, საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაუნდობელ ბრძოლას ეს გაამართლებდა?!

***

და ბოლოს – ორი შეკითხვა: თავი მართლა პუბლიცისტი გეგონათ?! თავი მართლა პოლიტიკოსი გგონიათ?” – წერს ფეისბუქზე იოსებ ჭუმბურიძე.

გამი ა, კაცი! მომწონს!
4 წლის უკან