აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, ეკლესიიდან ხატები უნებართვოდ გაიტანეს

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, ეკლესიიდან ხატები უნებართვოდ გაიტანეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

კერძოდ, როგორც ადგილობრივი გიდი ყვება, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს ხატები ტაძრებიდან და დაბლა გადმოყარეს. ამ შემთხვევის შემდეგ, საგარეჯოელი და უდაბნოელი მრევლი შეეცადა ხატები დაებრუნებინათ ტაძრებში მონასტრის წევრებთან ერთად, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ უშვებდნენ.

ამ სკანდალური ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც შს სამინისტროს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მოხდა დავით გარეჯში. ოფიციალურმა სტრუქტურებმა მხოლოდ ორშაბათს დაიწყებს საქმეში გარკვევა. დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამინისტროში ელჩის დაბარება დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით საგარეო უწყებამ საქართველოს ელჩს განმარტებები მოსთხოვა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და თვლიან, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართული პროვოკაცია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში არ საუბრობს იმის შესახებ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რატომ გაიტანეს უნებართვოდ ეკლესიიდან ხატები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მომხდარიდან მეორე დღეს დავით გარეჯში ქართულ–აზერბაიჯანულ მესაზღვრეებს შორის შეხვედრა გაიმართა. თუმცა ამ შეხვედრის შესახებ საქმის კურსში არ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თეიმურაზ კუპატაძეს განმარტებით, აზერბაიჯანული მხარის გადმოცემით, მათი თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება.

„მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი, სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე“, – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

მორჩილი ზაზა, რომელიც დავით გარეჯშის სამონასტრო კომპლექში იმყოფებოდა, ამბობს, რომ უდაბნოს მონასტერი არის საქართველოს მხარეს, ასე რომ, ეს არის მონასტრის ძალით დაკავება. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუშინ გარკვეული ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის, რადგან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან სიწმინდეები გადმოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

„ეს გაუგებრობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები გამოიტანეს ტაძრებიდან. ცხადია, ამან ხალხი აღაშფოთა, მაგრამ ასეთი რაღაც ყოველთვის მოხდება, მეორეხარისხოვანია კონკრეტულად ის, თუ რა მოხდა გუშინ. ვიდრე მონასტერი არ გაიხსნება და ყველას არ შეეძლება იქ თავისუფლად სიარული ისე, როგორც ადრე ხდებოდა, თუნდაც ხუთი ან ერთი წლის წინ, ეს პრობლემა ასე იქნება“, – განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

მისი თქმით, ეს პრობლემა დავით გარეჯში საბჭოთა კავშირის დროს არ შექმნილა და ვინც ასე საუბრობს, იტყუება. როგორც მორჩილი განმარტავს, უდაბნოს მონასტერში პრობლემა შეიქმნა დაახლოებით 2010 წლის შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხანდახან ტაძრის დაკეტვა.

„თითქოს, რეაქციას გვისინჯავდნენ. ახლა კი მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება. ცხადია, როცა მოგიხურავენ მონასტრის კარებს, ამას ყველა გაგებით არ მოეკიდება. ამიტომ მონასტერი სასწრაფოდ უნდა გაიხსნას და ხალხი უნდა შეუშვან. რაც შეეხება იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს, არსებობს რუკა, რომელიც შევარდნაძემ და ალიევმა დაადგინეს, რომ ეს უნდა იყოს საზღვრის განმსაზღვრელი, ეს არის ერთადერთი ოფიციალური რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა“, – განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

დავით გარეჯში მყოფი გიდის, ირაკლი მარუქაშვილის ინფორმაციით, დავით გარეჯში ქედის გარკვეულ ნაწილამდე მისვლა ვეღარ ხერხდება. მისი თქმით, თუკი აქამდე აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა იყო შესაძლებელი, ახლა ესეც ვერ ხერხდება.

„დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. დღეს კი ასულები ვიყავით, დავათვალიერეთ ლავრა. ფერდზე გვინდოდა გადასვლა, როგორც აქამდე ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ესეც ვეღარ ხერხდება. საიდანაც იწყება რკინის პირველივე ღობე, მხოლოდ იქამდეა ასვლა შესაძლებელი.

ქართველი სამხედროები იქ დგანან და გვითხრეს, რომ მეტ მანძილზე ფიზიკურად ვერ გაგვიშვებდნენ, ბრძანება აქვთ ასეთი. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კელიებიდან გამოიტანეს სიწმინდეები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. ადგილობრივების გაღიზიანება სწორედ იმან გამოიწვია. ამ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა“, – აღნიშნა ირაკლი მარუქაშვილმა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვარაუდობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2–3 კვირაში გავლენ. როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მხარეებს შორის ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა მიმდინარეობს და შესათანხმებელია ის მონაკვეთებიც, სადაც ექსპერტებმა მუშაობა უნდა აწარმოონ.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარეობს იმ მონაკვეთების დაზუსტება, რომლებზეც უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები. როგორც კი ექსპერტული მასალები იქნება მზად, დაუყოვნებლივ დაიგეგმება შეხვედრა მხარეებს შორის, რათა ამ მასალების განხილვა მოხდეს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია, თუმცა ფაქტია ერთია – დავით გარეჯი საქართველოა და რაც ადრე დაარწმუნებს ამაში ქართული მხარე აზერბაიჯანულ მხარეს, მით უკეთესი იქნება პროცესების მშვიდობიანი განვითარებისთვის. უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კომისიას, რომელიც შექმნილია დემარკაცია–დელიმიტაციისთვის ამ ორ ქვეყანას შორის, უნდა მიეცეს საშუალება, მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიაღწიოს შეთანხმებას, რაც საბოლოო ჯამში, ამ ორი პარტნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და საქართველოს გადასაწყვეტია, რისი მაღალი მოლოდინიც გვაქვს. „ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის ინციდენტები მოლაპარაკებებს ხელს ვერ შეუშლის და საზოგადოება ამ საკითხს პრაგმატულად უნდა მიუდგეს, რათა დემარკაციის პროცესს ხელი არ შეეშალოს. დემარკაციის პროცესი ხანმოკლე არ არის და ეს საკითხი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იდგა. ყველა ხელისუფლებას ედგა ეს პრობლემა, თუმცა ის გადაწყვეტადია და გარკვეულ დროს საჭიროებს. პრაგმატული პოლიტიკა არ ნიშნავს პოზიციების დათმობას. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ არ ვიცით რამდენ ხანში, მაგრამ პრაგმატულ დროში და იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას აქვს, მივაღწევთ შეთანხმებას, რაც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

trampi რაც უფრო ჩქარა გაწყდება გასაწყვეტი....
რაც უფრო ჩქარა გასკდება გასახეთქი....
რაც ჩქარა გაირკვევა გასარკვევი და ჩქარა მორჩება ეს იწილო -ბიწილი, მით უკეთესი ჩვენთვის
ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.....
მერე ის მაინც გვეცოდინება, ვინაა ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე
უარყოფითი პასუხიც,...... პასუხია
ასე ჩურჩულ კურკურით მხოლოდ ჩვენი საქმე ფუჭდება....
მეგობარი.......
ქუნემ და სიქტიმ ასეთი მეგობრები......
კი მაგრამ ..........ჩვენ ვისი მეგობრები ვართ,, ჩვეეენ....??
5 წლის უკან
trampi ეს ლექსი აღარც არავის არ ახსოვს და აღარც არავის სჭირდება...
აღარც ამ ლექსის მნიშვნელობა აინტერესებს ვინმეს
მით უმეტეს ამ გამოსოროსებულ -- გამოსირებულებს....
.........მხოლოდ ისევ ,,კომუნისტური გადმონაშთები,, თუ გაიხსენებენ ამას


წუხელის ბიჭი დაბადებულა


წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის - ცოტნე,
შენ - ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ თევდორე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი - ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი - დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.

დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათებულა.

ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ! ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

ანზორ აბულაშვილი
5 წლის უკან
trampi ნიკო ლორთქიფანიძე – “იყიდება საქართველო”



იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!
5 წლის უკან
trampi საქართველოს ჩივილი

.....................................
......................................
..................................... ......................................
გამწიეს და გამომწიეს ჩამომკიდეს ცხენზედაო....
მზარეულებს მიმაბარეს, კარგად შეწვით ცეცხლზედაო,
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი ერბოს ალზედაო,
დახედეთ ამ მამაძაღლებს, რა ყოფა ააქვთ ჩემზედაო,
ამარიგეს ჩამარიგეს, წვრილ წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვალს იმტვრევენ ჩემზედაო



....... დღევანდელ საქართველოზე ეს ლექსი ზედ გამოჭრილია
5 წლის უკან