"გავრილოვის ღამე" რუსთავი 2-ის იარლიყია, გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში

"გავრილოვის ღამე - ეს არის რუსთავი 2-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე", - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გამოცემა BM.GE-ს უთხრა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ იმ ღამეს "თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, სულ მცირე იმ ღამეს იქ უნდა იყოს". მისივე თქმით, 20 ივნისს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე იყო.

"გავრილოვის ღამე დაარქვა ნიკა გვარამიამ [რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორი] და თქვენ მაგას იმეორებთ ანუ გვარამიას სტანდარტებით მელაპარაკებით. თუ ობიექტური ადამიანი ბრძანდებით, მოდით ჩემთან და დაგანახებთ, რომ ადგილი ჰქონდა პატრიოტიზმის თემით მანიპულირებას ძალაუფლების მოპოვების მცდელობით, ეს იყო და მეტი არაფერი", - უთხრა ქუცნაშვილმა BM.GE-ს ჟურნალისტს.ჟურნალისტმა ქუცნაშვილს სთხოვა, შეეფასებინა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომა და იყო თუ არა ეს შეცდომა:

"ნიკა გვარამიას სტანდარტებით საუბრობთ, წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი? თუ რა არის ვერ გავიგე? თუ როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?... შენ გენაცვალე, რომ მოხვალ ჩემთან დაგიდებ სურათს, ვიმსჯელოთ თუ ობიექტური ადამიანი ხართ, დაგანახებთ. უბრალოდ, საზოგადოება ახლა კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია, რადგან რეალურად მანდ რაც იყო გადაცდომა, გადაცდომა იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე... საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი, აი ასე იყო გაყალბებული ფაქტები".

Expertologi ვაახ, კაცოო!
ამაზე უფრო უპრინციპო, ურცხვი და უთავმოყვარეო არაფერი მინახავს! ნაცები უნდა მიებარონ ამას, - ბევრს ისწავლიან.
4 წლის უკან
ანდრია დავიჯერო, ვერ ხვდება ბ-ნი ქუცნაშვილი, რატომ მოიხსენიებენ ამ ღამეს გავრილოვისად? რა მნიშვნელობა აქვს, ზუსტად იმ დროს გავრილოვი თბილისში იმყოფებოდა თუ არა, მთავარი ის არის, რა იყო მიზეზი იმ საღამოს მოვლენების დაწყების.
4 წლის უკან