პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილეს, აქციის სხვა მონაწილეების ძალიახმევით, პირის ბოლომდე ამოკერვის საშუალება არ მიეცა. ამწუთებში მას სასწრაფოს ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.
შეგახსენებთ, დღეს ანტისაოკუპაციო აქციის 26-ე დღეს, აქციის ერთ-ერთმა წევრმა, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირის ამოკერვა სცადა როგორც ის აცხადებდა, მას შემდეგ მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას, რაც მისი მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არ შესრულდა.
ცნობისთვის, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.
ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო.
პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები უკვე 26 დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.