საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას თქმით, ქართველებს დათვის ბუნაგთან გვერგო ცხოვრება, მეტი გზა არ გვაქვს, ქართველობის ჭაპანი უნდა ვატაროთ.
„მესმის, რომ მუდმივი სტრესის პირობებში ცხოვრება ძალიან ძნელია. მძიმეა ცხოვრება დათვის ბუნაგთან, მაგრამ ეს ხვედრი გვერგო ჩვენ, უბედურებს. რა ვქნათ ახლა? რაღაც "დამსახურებების" გამო გაგვანაწილეს ამ ჯოჯოხეთის ერთერთ ფილიალში და მოგვცეს ის შესაცვლელად. შეცვლა კი - გამოსყიდვა, კათარზისი იქნება ჩვენთვის და პროგრესი სამყაროსათვის. მეტი გზა არაა, უნდა ვწიოთ ეს ჭაპანი, რასაც ქართველობა ჰქვია.
მე არავითარი ილუზია და მისტიფიკაცია არ მაქვს, რომ მეგონოს თითქოს ჩემს სისხლს დიდი ასოებით "ქართველი" აწერია და ზეციურ საქართველოში ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაშლილი სუფრა მელოდება. მაგრამ პატრიოტიზმი იმად მიმაჩნია, რომ ეს მიწის ნაგლეჯი უკეთესი დავტოვო, ვიდრე ჩემამდე იყო. და ვერანაირი გაქცევით აქედან თავს ვერ უშველი. სანამ ამ ტრამვას, მისიას კარმა არ გაგატარებს, მუდამ დაბრუნდები. ცხოვრებაში ალბათ ბევრს გამოგიცდიათ: სანამ რაღაცას არ დაძლევ, ახალ დონეზე არ ახვალ, არ აბობღდები, მუდამ დააბიჯებ იგივე ხაფანგში ფეხს... ჰოდა, სტოკჰოლმის სინდრომს და სხვა სინდრომებს დროა დაემშვიდობოთ, დიდები ხართ უკვე", - წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე.