ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებული კვლევა არის სრული სიბეცე და ციფრებით მანიპულირება

ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებული კვლევა არის სრული სიბეცე და ციფრებით მანიპულირება

“დღეს IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელსაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება, ხოლო ოპოზიციის მოჩვენებითი აღტკინება გამოიწვია. მაქვს სოციოლოგიაში მუშაობის გამოცდილება და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებული კვლევა არის სრული სიბეცე და ციფრებით მანიპულირება, რომელსაც საერთო არ აქვს სოციოლოგიასთან და რეალობასთან.” – აცხადებს “ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

“თუ კვლევა ალტერნატიულ საქართველოში ჩატარდა, მაშინ შესაძლოა მასზე არ ვიკამათოთ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით შეუძლებელია საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა უპასუხოდ დარჩეს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც პარტიის რეიტინგი მიბმულია პიროვნების რეიტინგზე და არა კონკრეტული პარტიის მსოფლმხედველობაზე (როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება)

დღეს ჯერ პარტიების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც პოლიტიკურად მკვდარი ოპოზიციური პარტიების გაცოცხლების მცდელობა იყო, შემდეგ კი კონკრეტული პიროვნების რეიტინი გამოქვეყნდა, მოცემული ციფრები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შეიძლება კონკრეტულ პიროვნებას ჰქონდეს 60% ხოლო პარტიას, რომელსაც ეს პიროვნება წარმოადგენს 7%.

ასევე სიაში საერთოდ არ არის დავით სერგეენკო, რომლის რეიტინგიც წინა კვლევებით მაღალი იყო და პირველ ადგილს იკავებდა, (NDI- ის კვლევა) ასევე ათეულში არ არის ირაკლი ღარიბაშვილი(რომლის რეიტინგიც საკმაოდ მაღალია) სამაგიეროდ იქ არის გიორგი ვაშაძე და უამრავი საეჭვო რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსი.

ახლა გამოვლენ IRI-ის წარმომადგენლები და იტყვიან, რომ მოსახლეობის განწყობის გასაგებად არა პირდაპირი არამედ ირიბი კითხვები გამოიყენეს, რომელთა პასუხების შეჯამებით მიიღეს რეიტინგი და ა.შ. შეეცდებიან მოსახლეობა სოციოლოგიის ლაბირინთებში დაკარგონ! კიდევ ერთხელ გავნმეორდები და ვიტყვი, რომ აღნიშნული კვლევა არ არასახვს რელობას და მისი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება.” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.