„დარჩათ ბოლო იმედი - „რუსთავი 2“- ის ძალით წაღება“

„დარჩათ ბოლო იმედი - „რუსთავი 2“- ის ძალით წაღება“

ტელეკომპანია "რუსთავის 2 "- ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით ხელისუფლებას ბოლო იმედად "რუსთავი 2" ძალით წაღება დარჩა.

"IRI-ის კვლევებით, ჯერ კიდევ 15 ივნისს, რუსთაველზე სისხლიანი კალოს დატრიალებამდე, ქართულ ოცნებას და ივანიშვილს სახე ჰქონდა ახეული. ახლა რა მდგომარეობაში არიან, ალბათ წარმოგიდგენიათ.

ხოდა, დარჩათ ბოლო იმედი - რ2ის ძალით წაღება. არ გამოვა. იფიქრეთ ხელისუფლების გადაბარებაზე დემოკრატიული გზით. ესაა სინამდვილეში ბოლო იმედიც და შანსიც", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

გავლენიანმა ორგანიზაციამ IRI კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისის მერს, კახა კალაძეს დედებითად გამოკითხულთა 59% აფასებს, მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 26%, ხოლო ბიძინა ივანიშილს 25%.