ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა  ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ  IRI-ის ბოლო კვლევას ეხმაურება

დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულმა ტელევიზიამ სიხარულით გაასაჯაროვა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის პოლიტიკური ნაწილი.

კვლევის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%.

მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!"

ჩვენს საზოგადოებას „რუსთავი2"-ის ეთერში ალბათ ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთხელ უნახავს არავალიდური „ე.წ. კვლევები", რომლებსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამის ნათელი დასტური კი უკანასკნელ წლებში ფილიგრანულად ჩატარებული ყველა არჩევნებია.

როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფება. ყოველი არჩევნების და ახლა უკვე წარუმატებელი პუტჩის შემდეგ, ისინი ცდილობენ რეალობის მოდელირებას და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უტიფრად უპირისპირდებიან მათთვის მწარე რეალობას.

როგორც სოციოლოგმა, მინდა გულწრფელად ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ. მსგავსი კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს არის აცდენილი, აზიანებს ყველა დასავლური ორგანიზაციის იმიჯს და წარმოშობს ანტიდასავლურ განწყობებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.