ლევან ნიკოლეიშვილი:  ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დღეს რუსთავი2-მა სასწრაფო წესით მოპოვებული კვლევები გაასაჯაროვა: ჩვენ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას", „CRRC"-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის" ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. ეს კვლევები, რომ რეალობას, აცდენილია ბოლო წლებში ჩატარებული ყველა არჩევნები ადასტურებს. კვლევაზე, რომელშიც დავით ბაქრაძე 59%-ით ლიდერობს, შალვა ნათელაშვილის და დავით უსუფაშვილს რეიტინგი 41 %-ა და 41% აქვს დაწერილი, როდის ან რის ხარჯზე აიწია ან გაუტოლდა მათი რეიტინგები ერთმანეთს? რამე გააკეთეს მნიშვნელოვანი? სერიოზული კომენტარი მართლაც მიჭირს. ერთი რამ ცხადია, ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან და ეს კვლევა ამის ნათელი დადასტურებაა. ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს რეალობის მოდელირებას. ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი არჩევნებს აყალბებდნენ, ოპოზიციის პირობებში კი მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფებათ. ამიტომ ყოველი არჩევნების შემდეგ, რომელშიც ისინი პირწმინდად მარცხდებიან და უკმაყოფილოები არიან რეალობით და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უტიფრად უპირისპირდებიან მათთვის მწარე რეალობას. ალბათ უმჯობესია, რომ „IRI-ს" სათაო ოფისმა, საველე სამუშაობეის განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქროს. კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სერიოზულად არის აცდენილი, პირველ რიგში „IRI-ს" იმიჯს აზიანებს და ამერიკული ორგანიზაციების მიმართ ნიჰილისტური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს, რაც სამწუხაროდ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.