გია აბაშიძე:  როგორ უნდა ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით

გია აბაშიძე: როგორ უნდა ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება

როგორ უნდა დავწერო/ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით, აქაურ “ჟირინოვსკის”, კლოუნ შალიკოს “საკრარულად” 41% და იგივე 41% აქვს მიწერილი დავით უსუფაშვილს. დავიჯერო მისმა რეიტინგმა ასე რადიკალურად იმატა გასული წლის საპერეზიდენტო არჩევნების შემდეგ? თავად უხერხულში ხომ არ იქნება ამ 'მაჩვენებლით' ბატონი დავითი?

ვხედავთ ასევე, რომ რევანშისტი ნაცმოს დეგრადაციასთან ერთად, ხდება მათთან აფილირებული ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობოს თვითდაზიანება - ცრუ, მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა ფრიად დამაზიანებელია. ადრე თუ გვიან ფართოდ აშკარავდება.

როგორაა ის საქმე, რომ თუ ყველა ბოლო არჩევნებში ნაცმოძი აგებს და საერთაშორისო დამკვირვებლები ერთსულოვნად ამბობენ - იყო დარღვევები, ხარვეზები მაგრამ შედეგებზე ვერ აისახებოდა და ამ დროს ასეთ კვლევებში ნაცმო 'ზენიტშია'?

რ2-ის საფეიკნიუსერი 'დაზგიდან' არაერთხელ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას“, „CRRC”-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის“ ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. მერე კი არჩევნებმა სულ სხვა მოცემულობა დავგანახეს.

ვფიქრობ, ის დროა, რომ „IRI-ს“ სათაო ოფისმა, საველე სამუშაობითვის სხვა რეალიზატორ ადგილობრივ ორგანიზაციაზე იფიქროს. ამას დიდი ხანია აქ მომუშავე უცხოელი მიმომხილველებიც ამბობენ კულუარულად.

ნამდვილად არავის სურს ამ 'კვლევების' ტირაჟირებით, საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი. ორი ქვეყნის - აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ეს ნამდვილად არ სჭირდება არც ახლა და არც მომავალში.

სოციალისტი IRI იმ ადამიანებს ასეთ კითხვას უსვამს, "გაგიგონიათ ვინ არის აკაკი ბაქრაძე (დიდი ხნის წინად გარდაცვლილი მამულიშვილი) დადებითად აფასებთ მის მოღვაწეობას? " , ისინიც 59% პასუხობს კი გაგვიგონია, დიახ დადებითადო! ეს არის სულ. )))
4 წლის უკან