ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ეხმაურება.
მოსახლეობის ტვინების გამორცეხვა გრძელდება, თუმცა ძალიან კომიკური ფორმით. ისე რომ IRI-ს ოფისს არანაირი პრეზენტაცია არ გაუკეთებია, რ-2მა ამ ორგანიზაციის მიერ არავინ უწყის როდის ჩატარებული "კვლევის" შედეგები გამოაქვეყნა და ჰოი საოცრებავ: რეიტინგებში "ლიდერობს" დავით ბაქრაძე, რომელმაც ბოლო არჩევნებში 10% მიიღო, ხოლო დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი რომლებიც წინა კვლევებში ნდობის ველშიც კი არ იყვნენ მოხვედრილი, 41-41% იქნენ "დასაჩუქრებულნი" სხვა "მარგალიტებზე" საუბარი უბრალოდ უხერხულია.
ის მაინც ვერ გაბედეს, რომ "ნაცმოძრაობა" რეიტინგების ლიდერად გამოეყვანათ და ისევ მეორე ადგილზე დატოვეს "ოცნების" შემდეგ. ველოდები IRI-ს რეაქციას, ბოლოსდაბოლოს საქმე მის იმიჯს ეხება წერს ზაალ ანჯაფარიძე.