„პრეზიდენტს ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები არ უწოდებია“

„პრეზიდენტს ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები არ უწოდებია“

გერმანიაში მყოფი ქართველი, Ludwig-Maximilians-Universität-ის სტუდენტი ირინე ჩიხლაძე, რომელიც პირადად ესწრებოდა 14 ივლისს სასტუმრო „სოფიტელში“ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტებს „უწიგნურები და გაუნათლებლები“ უწოდა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფეიქ-ნიუსებს, დეზინფორმაციას უნდა ვებრძოლოთ ყველგან!!! არ შეიძლება ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და საკუთარი სურვილის მიხედვით ინტერპრეტირება! ფაქტობრივად მთელი ნიუსი არის ტყუილი!

  1. პრეზიდენტს არ უწოდებია ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები;
  2. 20 ივნისზე შეკითხვა არ დასმულა;
  3. ვინაიდან, შეხვედრისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ, რამდენჯერმე ითქვა რომ უნდა დაგვესრულებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ადგა, მადლობა გადაიხადა და გავიდა. – ამას დაასტურებს ყველა ვინც იყო სტუდენტების შეხვედრაზე!

თუ რეალური, ობიექტური ინფორმაციის მიღება გსურთ დამიკავშირდით ან დაუკავშირდით შეხვედრის მონაწილე სხვა სტუდენტებს“ – წერს facebook-ის გვერდზე ირინე ჩიხლაძე.