სტუდენტი, რომელიც გერმანიაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა “რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

სტუდენტი, რომელიც გერმანიაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა “რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

გერმანიაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სტუდენტების შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ირინე ჩიხლაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, შეხვედრაზე 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა და პრეზიდენტს ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები არ უწოდებია.

„ფეიქ-ნიუსებს, დეზინფორმაციას უნდა ვებრძოლოთ ყველგან! არ შეიძლება ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და საკუთარი სურვილის მიხედვით ინტერპრეტირება! ფაქტიურად მთელი ნიუსი არის ტყუილი! 1. პრეზიდენტს არ უწოდებია ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები; 2. 20 ივნისზეშეკითხვა არ დასმულა; 3. ვინაიდან შეხვედრისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ, რამდენჯერმე ითქვა, რომ უნდა დაგვესრულებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ადგა, მადლობა გადაიხადა და გავიდა. ამას დაასტურებს ყველა, ვინც იყო სტუდენტების შეხვედრაზე“,– წერს ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც პოსტის შემდეგ ჩიხლაძე თავად აღნიშნავს, „რუსთავი 2“-მა დააკორექტირა მის მიერ პირველად გამოქვეყნებული ინფორმაცია – „პრეზიდენტმა გერმანიაში ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა“. ინფორმაცია სათაურით „პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გერმანიაში ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა“ განთავსდა. ჩიხლაძე შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ მისი კომენტარი თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში იმყოფება.

სოციალისტი ვაა, რა აბდა-უბდაა?!
1 თვის უკან