“უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება”

“უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება”

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუშინ გარკვეული ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან სიწმინდეები გადმოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

“ეს გაუგებრობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები გამოიტანეს ტაძრებიდან. ცხადია, ამან ხალხი აღაშფოთა, მაგრამ ასეთი რაღაც ყოველთვის მოხდება, მეორეხარისხოვანია კონკრეტულად ის, თუ რა მოხდა გუშინ. ვიდრე მონასტერი არ გაიხსნება და ყველას არ შეეძლება იქ თავისუფლად სიარული ისე, როგორც ადრე ხდებოდა, თუნდაც ხუთი ან ერთი წლის წინ, ეს პრობლემა ასე იქნება”, – განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

მისი თქმით, ეს პრობლემა დავით გარეჯში საბჭოთა კავშირის დროს არ შექმნილა და ვინც ასე საუბრობს, იტყუება.

„უდაბნოს მონასტერში პრობლემა შეიქმნა დაახლოებით 2010 წლის შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხანდახან ტაძრის დაკეტვა. თითქოს, რეაქციას გვისინჯავდნენ. ახლა კი მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება. ცხადია, როცა მოგიხურავენ მონასტრის კარებს, ამას ყველა გაგებით არ მოეკიდება. ამიტომ მონასტერი სასწრაფოდ უნდა გაიხსნას და ხალხი უნდა შეუშვან. რაც შეეხება იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს, არსებობს რუკა, რომელიც შევარდნაძემ და ალიევმა დაადგინეს, რომ ეს უნდა იყოს საზღვრის განმსაზღვრელი, ეს არის ერთადერთი ოფიციალური რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა”, – განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

სოციალისტი ეს ნავთობით მთვრალი აზერბაიჯანელები დროა გონს მოეგონ და საქართველოსთან მტრობას თავი ანებონ! სანამ დროა, სანამ ძვირფასმა ირანმა არ მიიერთა ერთხელ და სამუდამოდ! კარგი იქნება ირანი და რუსეთი თო გაიყოფენ, თან საერთო საზღვარიც ექნებათ...
4 წლის უკან