“ისეთი ხალხიც კი, ვინც “ნაცები” არასდროს ყოფილან, ათასგვარ შეთქმულების თეორიას აგებენ…”

“ისეთი ხალხიც კი, ვინც “ნაცები” არასდროს ყოფილან, ათასგვარ შეთქმულების თეორიას აგებენ…”

ვასიკო ოდიშვილმა, ტელეკომპანია “იმედის” იუმორისტულ გადაცემის “ვასმედია” წამყვანმა 13 ივლისის გადაცემაში განაცხადა, რომ აღარ ხუმრობს და მონოლოგი 20 ივნისის მოვლენებს, მმართველი გუნდისა და”ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმო.

გადაცემა სოციალურ ქსელში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა – საზოგადოების ნაწილი იუმოროსტული გადაცემის წამყვანის პროტესტზე წერს, ზოგი კი ამ გადაცემას სახელისუფლებო არხის მორიგ ტრიუკს უწოდებს.

საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“ვასიკოს გუშინდელი მონოლოგის მერე ისეთი ხალხიც კი, ვინც “ნაცები” არასდროს ყოფილან, ათასგვარ შეთქმულების თეორიას აგებენ, რატომ თქვა ეს ყველაფერი ვასიკომ და ვისი დავალებით… რა ჩაიფიქრა ბიძინამ – თუ ვინმე მოშემ?..

რატომ არ შეგვიძლია, უბრალოდ დავუშვათ, რომ ადმიანმა ის თქვა, რასაც ფიქრობდა, რაც აწუხებდა? – ასე დავკარგეთ ყველასა და ყველაფრის რწმენა, რომ ყველაფერში ეგრევე რაღაც მზაკვრულ ჩანაფიქრსს ვხედავთ? – მერე გიკვირთ, თვენს ნაბიჯებსაც ვიღაც ეჭვის თვალით რომ უყურებს და ვიღაცის დავალების შემსრულებელი ჰგონიხართ”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.