"გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა“

გეტირება ადამიანს, ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის შინაარსობრივი განსხვავება აღარ არსებობს.

"გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის", -

განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამ წუთებში საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესს უკავშირდება.

შეხვედრას ესწრებიან ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე. შეხვედრას ასევე, ესწრება უმრავლესობის ორი წევრი აკაკი ზოიძე და ბიძინა გეგიძე. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაზე იმყოფება დავით უსუფაშვილი.

 

სოციალისტი ლევან, ლევან! არ მოგწონს ხომ ესენი ვინც ე.წ. კლანს უნდა გაიყვანოს უვადო მოსამართლეებად?! ვთქვათ და ისეთები იყვნენ ესენი ვინც თქვენ მოგწონთ და მაგალთად გასვიანს და მეტრეველს არა?! მაშინ, მაშინ რაზე უნდა დავიჩივლოთ?! საქმე იმაშია რომ როცა დიდიან პატარიანად აღნავლდით ხელისუფლების შტო - სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან, პრეზიდენტისგან, პარლამენტისგანო! ევროპა ამ რეკომენდაციებს გვაძლევს, ასეა საჭიროვო?! ყველაფრისგან დამოუკიდებელი სისტემა ყოველთვის კლანად რომ ჩამოყალიბდება ამდენი არ უნდა გესმოდეთ მაქ პარლამენტში, და საერთოდ?! ახლა მშვიდობით, ნუ წრუწუნებთ, დამოუკიდებელი სისტემაა და როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მოიქცევა!
5 წლის უკან