ქართველი კინომანების მოლოდინი სულ მალე დასრულდება. უკვე დადგინდა, რომ თბილისის კინომატოგრაფიული ფესტივალი 6-12 დეკემბერს გაიმართება.
სექცია "ევროპული კინოს ფორუმი" მაყურებელს ბოლო ორი წლის ევროპულ მხატვრულ კინოპროდუქციას გააცნობს. ამ სექციაში თავმოყრილია ფილმები, რომელთაც წარმატებას მიაღწიეს ისეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორიცაა კანის, კარლოვი ვარის, ბერლინის, სან-სებასტიანის, მოსკოვის, და ა. შ. ფილმებთან ერთად.
სექცია "ჰორიზონტები" თავს მოუყრის ფილმებს აზიის ქვეყნებიდან. წელს მეორედ ჩატარდება დოკუმენტური ფილმების პროექტების პრეზენტაცია - Pitch.Doc Georgia, 2010. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კინოდოკუმენტალისტები ე. წ. ",კიევის ინიციატივის" ქვეყნებიდან. საფრანგეთის კულტურის ცენტრთან ერთად მზადდება ფრანგული ფილმების პანორამა "French Showcase", რომელიც მოიცავს რამდენიმე მხატვრულ ფილმს.
თბილისის კინოფესტივალი წარმოადგენს ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფორუმს, რომელზეც ასამდე ახალ ფილმს აჩვენებენ. მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს არაკომერციული კინოპროდუქცია და შეხვდეს შემოქმედებით ჯგუფებს.
კინოპროფესიონალებისთვის ტარდება სპეციალური ღონისძიებები მასტერ-კლასების, სემინარების, კონფერენციებისა თუ მრგვალი მაგიდების სახით. კინოფესტივალის ჟიური გასცემს ორ მთავარ პრიზს: ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები და კულტურის ცენტრები. ასევე დიდია კინოფესტივალით კერძო სექტორის დაინტერესება.