"იემსის" წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის, განცხადებას იმის შესახებ, რომ 20 ივნისს 10 საათიდან აქცია გახდა ძალადობრივი "ევროპული საქართლოს" წევრი ოთო კახიძე ეხმაურება და წერს, რომ როცა ვერძეული ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაეკონკრეტებინა.
კახიძის ამ კომენტარს ნიკა მელია გამოეხმაურა და ოთო კახიძის მისამართით თქვა, პარტიულ კბენებზე მაღლა უნდა დადგეს.
"ოთოს ვენაცვალე, მე რა განცხადებებიც ვაკეთე, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც, აი, შენი განცხადება კი, ახლა მაინც, როცა საარჩევნო პერიოდი არაა, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა ვიმეორებდეთ იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.
ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს. პ.ს. ისე პირველი დღეები სულ იმას ვამბობდი 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ლიდერებს აბრალებდა უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას. ცოტაც და შენც მანდ ხარ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ " - დაწერა ნიკა მელიამ.