დაუფიქრებელი განცხადებები დააზარალებს დარგს და ათასობით მევენახეს

დაუფიქრებელი განცხადებები დააზარალებს დარგს და ათასობით მევენახეს

რუსეთის ბაზარში ექსპორტირებული ღვინის უკან ათასობით მევენახე და 100-ზე მეტი ჩვენს საწარმოებში დასაქმებული ადამიანი დგას - აღნიშნა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის" დირექტორმა ზაზა დუგლაძემ.

„გასული წლის რთველის დროს ათასობით მევენახისგან 15 ათასამდე ტონა ყურძენი ჩაიბარა ჩვენმა კომპანიამ. ჩვენს წარმოებაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული, რთველის დროს მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს, დაუფიქრებელი და პროვოკაციული განცხადებები დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს" - აღნიშნა მან. ზაზა დუგლაძის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 60-65% ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მოდის. „ბაზრების დივერსიფიკაციის პირობებშიც, რუსეთის ბაზარს 60-65% უკავია და ამ ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში ერთნაირად დაზარალდება როგორც მეწარმე, ისე მევენახე, ისე ვაზი და მთლიანობაში ეს დარგი" - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

ღვინის კომპანია „ფალავანის" დირექტორის გოგა ფორჩხიძის განცხადებით, რუსეთის ბაზრის დაკეტვა მათ წარმოებას საერთოდ შეაჩერებს, რაც კომპანიასთან ერთად, დააზარალებს მევენახეებსაც. „ქართველი მეღვინეების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას „დაუფიქრებელს" ვერ დავარქმევდი, სამწუხაროდ, არ ვიცი რას ემსახურება ეს. რუსეთის ბაზრის დაკეტვა დააზარალებს როგორც მეწარმეებს, ისე გლეხებს. 2014 წლის შემდეგ ჩვენმა კომპანიამ გააშენა 35 ჰექტარი ახალი ვენახი, კიდევ 17 ჰა იყიდა, გვაქვს აღებული კრედიტები, რადგან ვხედავდით დარგში წინსვლას და განვითარებას. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამ რაოდენობის ღვინოს სხვა ქვეყნებში ვერ გავყიდით უახლოეს პერსპექტივაში"- აღნიშნა მან.

„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში" შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია".

სოციალისტი გამკვირვებია მე თქვენი კახელი გლეხების და მეღვინეების! სინდის -ნამუსი ხომ გაწუხებთ?! დარწმუნებული ვარ ნამუსიანი ხალხი ხართ, მაგრამ ვერ გამიგია სეტყვა მოვა, ქარი ამოვარდება, გვალვაა თუ სხვა რამ ხდება გამოდიხართ და მთავრობას თხოვთ ზარალის ანაზღაურებას, იმუქრებით, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით.... ხომ ხედავთ ზუსტად თქვენ დაგარტყათ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ ქვეყანაში ანტირუსული ისტერიის შექმნით, უპასუხისმგებლო ახალგაზრდებს რუსეთის დროშა ღორის პროფილზე დაუხატავთ და დღე და ღამ პუტინს ხუილოს ეძახიან, მერე გამოდგა რუსთავი 2, გვარამია და გაბუნია დუეტში და უკანასკნელი სიტყვებით მკვდარი და ცოცხალი აგინეს რუსეთის პრეზიდენტს, .... ახლაც იხტიბარს არ იტეხენ. რატომ იქცევიან ასე?! თქვენ თუ ვერ ხვდებით მე გეტყვით, მტრები არიან, მტრები, საქართველოს რუკიდან წაშლა განუზრახავთ, მათ შორის თქვენი ოჯახების გაღატაკება და მოთხრა, თქვენი ქარხნები, ყურძენი ვაზი, ღვინო შემოსავალი მაგათ სულ ფეხებზე კიდით! რაც თქვენ უარეს დღეში ჩავარდებით, რაც მეტი უკმაყოფილება იქნება ქვეყანაში მით მეტად გაიხარებენ! იქნებ დაემხოს სახელმწიფო და ნანგრევებზე ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ თუ ვაჟკაცი ხალხი ხართ პრესასთან ნუკი მოთქვამთ... უნდა მიხვდეთ რაც უნდა მოიმოქმედოთ! დაიცავით თქვენი ინტერესები, თქვენი წილი საქართველო!
5 წლის უკან