ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება:
გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა - ჩაგიფსით ბორჯომშიცო, ღვინოშიცო, ნაბეღლავშიცო და ყველაფერშიო.
ნუ, ამ ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს - მისი სტილი ეს არის, კონსტრუქციული და არგუმენტირებული ლაპარაკის ნაცვლად, მხოლოდ გინებით და დევიანტური ქცევით უნდა თავი დაგვამახსოვროს.
ახლა რაც შეეხება საქმეს:
რუსეთზე დამოკიდებულებაზე როცა არის საუბარი პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არავიზე დამოკიდებული არ ვართ - უბრალოდ ნებისმიერი სანქცია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის;
არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს;
ამ შუახნის კრიზისული ისტერიკიებით ვერ მოახერხებ ისე დახატო სურათი, თითქოს ბორჯომის გაყიდვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი;
ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა არის სისულელე და მეტი არაფერი;
ჩვენი საექსპორტო თუ ტურისტული ბაზრები, დივერსიფიცირებულია და ყველა ბაზარი მზარდია. შესაბამისად, გარდა რუსეთისა, ყველა ბაზარზე საქართველოს როლი მუდმივად იზრდება;
სანქციების ეფექტები:
ლარის კურსზე გაზრდილი წნეხი;
შემცირებული სამუშაო ადგილები;
დაზარალებული ბიზნესი;
არასტაბილური გარემო საბანკო სექტორში;
შემცირებული უცხოური ვალუტის შემოდინება;
დასკვნა:
ძალიან კარგია, რომ სანქციების ამოქმედებაზე უარი თქვეს და ბევრი ტლიკინი ამას არ უნდა; ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ;