“ეს არის ის, რაც უკვე ნანახი გვაქვს, თქვენ აგინებთ იმას, ვისაც აგინებს ისედაც მთელი ერი, მაგრამ თქვენ აგინებთ მათივე დაკვეთით, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს”

“ეს არის ის, რაც უკვე ნანახი გვაქვს, თქვენ აგინებთ იმას, ვისაც აგინებს ისედაც მთელი ერი, მაგრამ თქვენ აგინებთ მათივე დაკვეთით, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს”

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინებას ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე აფასებს:

“არ ვიცი სხვას რა ემართება დ გუშინ რა დაემართა, მაგრამ მე რეაქცია იმიტომ მქონდა ასეთი მწვავე, რომ გავლილი და ნანახი გვაქვს ეს უბედურება.

მიშა აგინებდა პუტინს, რუსები ქართველებს პრობლემას უქმნიდნენ, ყრიდნენ და ამავე დროს, სააკაშვილი მათზე ყიდდა ჰესებს.

მიშა აგინებდა პუტინს და ამავე დროს მისცა კოდორი.

მიშა აგინებდა პუტინს და მხოლოდ იქით გამსვლელებს ჩაუკეტეს გზა.

მიშა აგინებდა პუტინს და ყველა რუსული კომპანია შემოყავდა ინვესტორად.

მიშა აგინებდა პუტინს და 2008 ში მთელი მთავრობა რუსეთში ,,გულაობდა”

მიშა აგინებდა პუტინს და 140 სოფელი 5 დღეში წაიღო რუსეთმა.

მიშა აგინებდა პუტინს და WTO ში შესვლაზე ხელი მოუწერა.

მიშა აგინებდა პუტინს და რეალურად, მხოლოდ ქართველი ადამიანი ისჯებოდა ამით, თვითონ კი მათ ეფერებოდა.

და ახლაც, მიშა აგინებს გავრილოვს და VTB ბანკი მისი შემოყვანილია.

მიშა აგინებს პუტინს და მისი გუნდი მოსკოვში ბიზნესს მართავს და 21 ივნისშივე ჩადის მოსკოვში.

მიშა აგინებდა პუტინს და ყოველთვის მის საქმეს აკეთებდა.

იგივე განმეორდა, გაბუნიამ აგინა პუტინს მაშინ, როდესაც მათი მფლობელი რუსეთის მოქალაქეა და ყველაზე მეტი რუსული რეკლამაც მათ არხზე გადის.

ეს არის ის, რაც უკვე ნანახი გვაქვს, თქვენ აგინებთ იმას, ვისაც აგინებს ისედაც მთელი ერი, მაგრამ თქვენ აგინებთ მათივე დაკვეთით, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – გამდიდრდეთ, დაიმალოთ და ქვეყანაში კი მოხდეს დესტაბილიზაცია.

და ბოლოს: 2008 წლის შემდეგ რომ მიგაჩნიათ რუსეთი მხოლოდ ოკუპანტად, ეგ ცალკე ტრაგედიაა, ურა-პატრიოტებო“, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.