ეს საქართველოს უბედურებაა

ეს საქართველოს უბედურებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული რადიოსადგური Говорит Москва ავრცელებს.

„ეს საქართველოს უბედურებაა“, - ასე შეაფასა გაბუნიას მონოლოგი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი საქართველოს სანქციების გამკაცრებით დაემუქრა, ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმერ ჯაბაროვმა კი რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

 

 

სოციალისტი ევგენი პრიმაკოვმა ხომ?! აღსდგა მკვდრეთით?!
5 წლის უკან
სოციალისტი გვარამიამ და გაბუნიამ ერთობლივად დადგეს ფარსი.
5 წლის უკან
სოციალისტი თუ ეს განცხადება არის დანაშაული მიმართული საქართველოს სახელმწიფოში დაძაბულობის გამოსაწვევად, მტრის მიერ საქართველოზე საომარი თუ ეკონომიური თავდასხმის გამოწვევის მიზნით, მაშინ დამნაშავე მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არხს შეუჩერეთ მაუწყებლობა. თუ არა ანუ თუ ჰქონდა გაბუნიას ამ განცხადების გაკეთების უფლება მაშინ ხელისუფლებას ვთხოვ, შეეშვით რაღაც განცხადებების გაკეთებას! თუ ხელისუფლება ხართ ან დაიჭირეთ ან გაჩერდით საერთოდ! აი ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებს გვიქმნიან ყოველდღიუად მტრულად განწყობილი ძალები - ლგბტ, ნაცები და ევრონაცები, რესპები და თავისუფალი დემოკრატები და კიდევ სხვანნი. თუ ხელიუფლება ხართ ალაგმეთ ქვეყნის მტრები, დამნაშავეები დასაჯეთ!
5 წლის უკან