უგემოვნობა კაცობრიობის (ლამის) მთავარი მტერიაო. მოგვარევ”, – ასე ეხმაურება “ფეისბუქის” პირად გვერდზე მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას უცენზურო მიმართვას.
7 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინსა და მისი გარდაცვლილ მშობლების საფლავებს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდეგ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.