ლევან სანიკიძე:  ვის იცავთ, რას იცავთ? ქართველთა სისხლში ნაბანავებ კაცს იცავთ?

ლევან სანიკიძე: ვის იცავთ, რას იცავთ? ქართველთა სისხლში ნაბანავებ კაცს იცავთ?

გუბაზ სანიკიძის შვილი, ლევან სანიკიძე გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"გუშინ გიორგი გაბუნიას გამოსვლას როცა მოვუსმინე, თავიდან ვიფიქრე ზედმეტი მოუვიდა-მეთქი. თავიდანვე ხაზგასმით ვამბობ, რომ მთლიანად ვუერთდები მის პათოსს, მისი გამოსვლის შინაარს, ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას, თუმცა ეს არ იყო საეთერო გამოსვლა და წესით, უნდა გამოეთვალა რამდენბალიანი მიწისძვრა შეიძლება მოჰყოლოდა ამას კოლაბორაციონისტების ბანაკში, როგორც ჩანს ესეც სწორად გამოთვალა.

დღეს დილას პოსტების გადათვალიერების შემდეგ, მინდა მადლობა გადავუხადო მას, არაოფიციალური ლუსტრაციის კანონის მიღებისთვის. ისეთი ორღობის და ჯიბის ჟურნალისტები გალარიკინგდნენ, რომ ვიფიქრე ჩემმა ტელეფონმა აურია-მეთქი. დედის საფლავს როგორ შეეხო ეს სოროსელი გაბუნიაო, რომელსაც ამ დროს დედას იმაზე უფრო მძიმე ფორმებით აგინებდნენ, ვიდრე თავად ჟურნალისტმა პუტინს.

დავიწყებ პროდასავლელების რეაქციით. ის ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, უცებ გამორალისტთა, ესო როგორ შეიძელებაო. მეგობრებო, თუ ვინმეს შეექმნება ამ გამოსვლით პრობლემა, პირველი ისევ და ისევ გაბუნიაა. მან ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ეთერიდან მიწაში ჩადო კაცი, რომელიც ასეთი ტიპის ადამიანებს ჩაიში ან ბირთვულ იარაღს უხსნის, ან მთელ უბანს "ნოვიჩოკით" წამლავს. ეს ბრძოლის მეთოდი და ტაქტიკა რომ არასწორია ამაზე არ ვდავობ, მე არ მახსენდება მერაბ კოსტავა, ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია დედის გინებით ყოფილიყვნენ რჩეულნი, მაგრამ დადეს რუსული იმპერია ბეჭებზე. ხელისუფლებას, რომელსაც დაეძაბა ურთიერთობა რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტასთან, იდეალური შანსი მისცა ერთგულების დასამტკიცებლად, ბიჭებმაც არ დააყოვნეს გადაეფარნენ მას, ერთი მეორის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის მთავარი მტრის დასაცავად. ტატუნაშვილი, კვარაცხელია, ანწუხელიძე, გაბისკირია, ოთხოზორია რუსეთს არ ჭირდება საქართველოში, აი ბიძინა თავისი კომკავშირელი თსეული ბავშვებით კი ახარებს ვოვაჩკას გულს.

ვის იცავთ, რას იცავთ? ქართველთა სისხლში ნაბანავებ კაცს იცავთ? - პრორუსებს მივმართავ, ეს პუტინი ასეთი შერეკილი თუ გახლავთ და კაი ბიჭივით თუ გამოგვიქანებს ატომურ ბომბს დედის გინებისთვის, რა პრეტენზია გაქვთ საერთოდ, ასეთ კაცს უნდა დავუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან თუ ამოვიკეროთ პირები და დავიკიდოთ სახლში პუტინის ხატები? 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა პუტინს? რუსული ეთერებით ხო ვიტანთ მიშას დედის გინებას? - ვიტანთ კი არა, ქართველები ჩადიან გინებაში დასახმარებლად. ასეთი მე არაფერი არ გამიგია, პუტინს და მიშას შორის არჩევანიც რთულია? აი, ზუსტად ასეთ ადამიანებს შემოყავთ პუტინი და რუსეთი, ეს ხომ ცხადზე ცხადია. დასკვნის სახით: ერთი მერაბ კოსტავა, ერთი არჩილ ტატუნაშვილი და ერთი გურამ გაბისკირიას სიცოცხლე უფრო მეტი ღირს, ვიდრე იმ მონების, რომლებიც "ruseti ar gavagizianot"-ს წერენ. დაბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თვითმართველობის ყველა იმ წევრს მინდა მივმართო, რომელიც გუშინ სპეც დავალებით წარიგზავნენ პუტინის დედის სიწმინდის დასაცავად - არასდროს აღარ გაბედოთ ჩემი და ჩემი მეგობრების სახელის თქვენ ბინძურ განცხადებებში გამოყენება. რუსული მედია აღტაცებით წერს, რომ პუტინის ღირსება ქართველებმა, მათ შორის სტუდენტებმაც დაიცვესო. ველით ბოდიშს იმ სამარცხვინო განცხადებისთვის, რაც გუშინ გააკეთეთ. სამუდამოდ ამოაგდეთ გამოყენებიდან წინადადება - "თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სახელით." მუდამ და ყოველთვის, #გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", - წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

სოციალისტი რუსული ანდაზაა ამ შემთხვევაში უპრიანი, яблоко от яблони далеко не падает!
5 წლის უკან
თამაზი "ჭკუის კოლოფო" ლილიპუტინი ვინ უძახა პუტინს და მერე რა მოვიგეთ ქართველებმა? დაფიქრდი ვითომ მაგარო.
5 წლის უკან