ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე: "ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად?!"

შეიძლება ითქვას, მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო "რუსთავი 2"-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ღია ეთერიდან აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რასაც მყისიერად მოჰყვა როგორც ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები... გარდა ამისა, ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გაბუნიას განცხადებებს გვიან ღამემდე აპროტესტებდნენ.

ამ საკითხზე ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს უნდა გახდეს სასწრაფოდ გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ..."

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის ურეაქციოდ დატოვება, თუნდაც რუსეთმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგას, იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი მოქალაქეების ისეთივე ღალატი, რაც ჩაიდინა გიორიგი გაბუნიამ.

"კიდევ ვიმეორებ, ეს უბრალო პროვოკაცია არ არის, ეს არის ახალი ორჯონიკიძის დაბადება, რომელიც მზად არის, მეტიც, ყველაფერს აკეთებს საქართველოს რუსეთისთვის ჩასაბარებლად, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი", - განაცხადა ლაგაზიძემ.

უ ც ხ ო .
ნიკა გვარამია:
"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა"
"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ლუსტრა­ცია... სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ აი­ტა­ნა მის ეთერ­ში პუ­ტი­ნის უხამ­სად მოხ­სე­ნი­ე­ბა."
*
ე.ი. ყველა ის ადამიანი, ვინც აღვშფოთდით გიორგი გაბუნიას საქციელის გამო, ერთობლიობაში წარმოვადგენთ ბრბოს, რომელმაც ვერ აიტან ჩვენი სათაყვანებელი პუტინის გინება!.. (ამასვე აცხადებს გუბაზ სანიკიძის შვილიც - ლევან სანიკიძე: გაბუნიას ყველა სიტყვას ვეთანხმები და მხარს ვუჭერო!).

მე, როგორც ამ "ბრბოს" ნაწილს, მიმაჩნია, რომ გიორგი გაბუნიას საქციელი იყო ანტისახელმწიფოებრივი და ნაბიჭვრული, იმავდროულად.
მის ამ ნაბიჭვრული საქციელის გამო ომს არ გამოგვიცხადებს რუსეთი, - ამაზე არ არის საუბარი. მაგრამ ამ წყენას, ამ შეურაცხყოფას რომ არ გადაყლაპავს და ეს აუცილებლად აისახება, მინიმუმ (!), რუსეთში მყოფ ქართულ დიასპორაზე, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ! (და არა მხოლოდ).
რაში და როგორ - ამასაც მალე ვნახავთ!
5 წლის უკან