საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
რთულად წარმოსადგენია, რამდენად შორს შეუძლია რუსთავი 2-ს წავიდეს, თავისი ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს არის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს არეულობის პროვოცირებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და ეროვნულ ინტერესებს - წერს სოფო ქაცარავა.