რუსი დეპუტატი:

რუსი დეპუტატი: "ვწუხვარ, ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს. სიბინძურეზე პასუხი სანქცია იქნება"

რუსეთის დუმის დეპუტატი, საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე რუსულ-ქართული ურთიერთობების გაყინვას ითხოვს.

„გაბუნიას სახით ქართული ტელევიზია ისეთ ღრმა ფსკერზე დაეშვა, რომ მომავალში არაფერი გაგვაკვირვებს. მართალია, საქართველის პრეზიდენტმა დაგმო გაბუნიას საქციელი, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს, მაგრამ ასე იქნება. სიბინძურეზე პასუხი სანქცია იქნება. კიდევ ერთი სიბინძურე - კიდევ ერთი სანქცია, ყოველგვარი ემოციების გარეშე, სანამ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რეფლექსები არ ჩამოყალიბდება. ჩვენ ასეთი ზომების მიღება არ გვახარებს. მით უმეტეს პირადად მე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია“, - წერს დეპუტატი, რომელიც საბჭოთა და რუსი ყოფილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.