რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა. ისინი „ღირსების მარში“ ჩატარებას აპროტესტებენ მიუხედავად იმისა, რომ 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო.
სასულიერო პირები აცახდებენ, რომ ისინი არ ენდობიან „თბილისი პრაიდის“ გადადებასთან დაკავშირებით ორგანიზატორების განცხადებას და მაინც რჩებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ამასთან, როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, მათი ნაწილი ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება და პარაკლისს გადაიხდის.
„ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.
ორგანიზატორების სამოქმედო გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი.