აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, რომ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მათივე თქმით, ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება.

„თავისუფლების მარშის" მონაწილეები დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ წავიდნენ. მათ პარტიების "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპტოტესტო აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს მოთხოვნით, დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

Maverick აქამდე რა, შეერთებამდე "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მხარდამჭერების გარეშე აპროტესტებდნენ?!

მერე რაო, ბიძომ, შეუერთდნენ და ვაი,ვაი, გული არ გამიხეთქოთო?...
5 წლის უკან