მიხეილ მამასაშვილი: 10-15 ნაციონალის გამო ქვეყანა თავზე უნდა დაგვამხონ? ამოგვაღებინეთ ჩვენც ხმა, ჩვენც ხალხი ვართ

მიხეილ მამასაშვილი: 10-15 ნაციონალის გამო ქვეყანა თავზე უნდა დაგვამხონ? ამოგვაღებინეთ ჩვენც ხმა, ჩვენც ხალხი ვართ

აწყობილი ეკონომიკის დაშლა ჩვენთვის, კახელებისთვის და საქართველოსთვის არის კატასტროფა. რის გამო ვანგრევთ ტურიზმს? ამ 10-15 ნაციონალის გამო ქვეყანა თავზე უნდა დაგვამხონ? ამოგვაღებინეთ ჩვენც ხმა, ჩვენც ხალხი ვართ ,- ასე მიმართა მევენახე მიხეილ მამასაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგნელებს, რომლებიც კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს , მცირე და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან.

მისი თქმით, მთელი ეს პროცესები არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის შემაფერხებელია და ერთმა ჯგუფმა არ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი, ქვეყნის მომავალი.

,,ჩვენ მხოლოდ სტაბილურობა გვინდა. ისეთი პროგრამები ამუშავდა კახეთში, თავისი აგრო - პროგრამებით , ვენახების გაშენებით, რომ ყველა მევენახე ფეხზე დადგა და გაიმართა. ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ დაუმუშავებელს . ვენახებიც გავაშენეთ და ტურიზმზე დავიწყეთ მუშაობა. მე პირადად მარანი ავაშენე ,კახური კუთხე , დავიწყე სასტუმროს მშენებლობა . მილიონის ინვენსტიცია განვახორციელე მარტო ერთმა კაცმა , ჩემი ვენახებიდან შემოსავლი. რა გაქვთ დაგეგმილი იმისათვის, რომ მშრომელი ხალხი არ ჩავარდეს იმ უკიდურეს გაჭირვებაში, რაც ჩვენ რამდენიმე წლის უკან გამოვიარეთ",- კითხვით მიმართა ადგილობრივმა მევენახემ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს.

როგორც მიხეილ მამასაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს, მხოლოდ მევენახეობით, კახეთმა 280 მილიონი ლარის შემოსავალი ნახა და ეკონომიკა ფეხზე დადგა, ახლა კი ამ ყველაფრის ჩამოშლა კატასტროფაა.

,,მართლაც ფეხზეა დამდგარი ეკონომიკა კახეთში . შარშან რამდენი მილიონი ლარი შემოვიდა , ჩვენ ხომ კარგად ვიცით, 280 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში მევენახეობით, მარტო ყურძნის ჩაბარებით. ახლა შევხედოთ ტურიზმს . მევენახეების უმრავლესობა ტურიზმზე გადავერთეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი თავი დაგვეტვირთა. ავიღეთ სესხები, ავაშენეთ მარნები. ტურიზმის განვითარებით სახელმწიფო იღებს ალბათ ყველაზე დიდ შემოსავალს. აწყობილი ეკონომიკის დაშლა ჩვენთვის, კახელებისთვის და საქართველოსთვის არის კატასტროფა. რის გამო ვანგრევთ ტურიზმს? ამ 10-15 ნაციონალის გამო ქვეყანა თავზე უნდა დაგვამხონ? მგლისგან ბატკანი არასდროს არ გამოვა. ამოგვაღებინეთ ჩვენც ხმა, ჩვენც ხალხი ვართ .

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს , მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. შეხვედრა გურჯაანში , კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრება.

სოციალისტი რა თქმა უნდა ნაციონალები შლიან და გვამხობენ ქვეყანას თავზე, მაგრამ ამჯერად რა დესტრუქციული მოვლენებიც განვითარდა ამაში მთავარი წვლილი ნაციონალების იმ ანასხლეტებს მიუძღვით რომლებმაც "ევროპული საქართველო" დაირქვეს და რომელსაც ხელმძღვანელობენ ბოკერია და მისი ცოლი თ. ჩერგოლეიშვილი. აი ამთი დაგეგმილი იყო ის სამარცხვინო პროვოკაცია, რომელიც გავრილოვს მოუწყვეს! თითქოს გავრილოვს მოუწყვეს, მაგრამ სინამდვილეში მოუწყვეს საქართველოს, კახეთს, აჭარას, რაჭას, გურიას ... და ყველა ჩვენთაგანს. მათ თავის მხრივ დავალება და ინსტრუქტაჟი მიიღეს ინცინდენტამდე სამიოდე დღით ადრე საქართველოში მყოფი კარპენტერისაგან. ის პირველი ე.წ. გულანთებული ახალგაზრდები რომლებიც პარლამენტთან გამოჩნდნენ და დაიწყეს აქცია, არც ისინი მისულან იქ სპონტანურად, ისინიც დავალების მიხედვით მომედებდენე. შემდეგ მართლაც მივიდა უამრავი აღშფოთებული ადამიანი რომლებიც იყვნენ ტვ პირგველის და რ 2-ის მიერ დაზომბირებული. ამის შემდეგ კი ნაცმოძრაობის გენერალსიმუსმა უკრაინიდან მოუწოდა თავისიანებს, ე... ბიჭო მგონი იშლება საქართველოს ხელისუფლება და მიდით მიაწექით ბოლომდეო. და ამუშავდნენ ნაცები თავიანთი დამრტყმელი ჯგუფებით. მერე იცით რაც მოხდა, თუმცა მსხვერპლის ფასად, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა მოხერხდა! ქართული ოცნება შეცდა, როცა ირაკლი კობახიძე გადააყენა. რაღა თქმა უნდა მინისტრი გახარია არ უნდა გადადგეს, სუსთან და პროკურატურასთან ერთად პოლიციამ უნდა გამოავლინოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულთა მთელი ქსელი. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ამოიღე მიხეილ ხმა მერე, რას ელოდები?!...
5 წლის უკან