"ბიძინას მისავე ჩადებულ ნაღმებზე ავაფეთქებთ"

"ბიძინა ივანიშვილს ჩვენზე არ უზრუნია, როცა გამოაცხადა ნულოვანი ბერიერი. ბლოკების აკრძალვით კი ფიქრობს, რომ დაასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ჩადო ნაღმები, მაგრამ ეს ის ნაღმები არ არის, რომელსაც ვერ შემოუვლი და ჩვენ მისავე ჩადებულ ნაღმებზე ავაფეთქებთ," - ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავთი ბერძენიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებს.

დავით ბერძენიშვილი: "უახლოეს ხანებში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, დიდი ალბათობით ორივე პროექტი განიხილება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. რაც შეეხება ბლოკებს და ბარიერზე მსჯელობას, კარგია თუ პოზიციები დაახლოებული იქნება. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ. ჰოლანდიის ვარიანტი ძალიან კარგია, სადაც პარლამენტში 150 კაცს ირჩევენ, არის ბუნებრივი ბარიერი, წარმოდგენილია 15 პარტია. სულ ასე იყო.

მოლაპარაკების პროცესს ართულებს ის ფონი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ხელისუფლება დღეს არის კარიკატურა და პირველი კარიკატურა არის ბიძინა ივანიშვილი. არავის არ ეშინია მაგათი ფსევდო მუქარების. 20 წელს უსჯი ადამიანს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, მაშინ როცა გავრილოვი თავად ჩამოიყვანეს და ამას მოჰყვა სპონტანური პროტესტი. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების დაბარებას გამოკითხვაზე, უგულავამ თქვა სამი დღით მივდივარ, ან მანამდე დამკითხეთ, ან როცა დავბრუნდებიო. ოქრუაშვილი ამბობს, რომ 19 ივნისს დაბრუნდება. მაგრამ ეს არ არის არსებითი, არსებითი არის ის, რომ ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი არის უუნარო. რისი დამჭერები არიან ეგენი, ან ვისი სახელმწიფო გადატრიალების ამკიდებელები. ორი კვირის შემდეგ რომ შეთითხნეს საქმე სახელმწიფო გადატრიალებაზე.

ერთი, მხოლოდ გახარიას ვერ შეელიენ, ეტყობა მარტო ბიძინა არ არის გახარიას უფროსი. ყველაფერი გამიოიძიონ, მომიტინგეების გადამეტებული ძალაც და პოლიციელებისაც, 6-7 საათის განმავლობაში ქუჩაში რომ დასდევდნენ პროტესტანტებს. დღეს ჩვენ, რესპუბლიკური პარტია, ისეთივე მართლები ვართ, როგორც მაშინ 2007 წელს, პროტესტანტები რომ ვიყავით და გვარბევდნენ. ვერცერთი ხელისუფლება ვერ მოერევა სამართლიან პროტესტს," - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ბერძენიშვილმა.

სოციალისტი თქვენი ნატრაკი არ გაიშვა, თქვე ენაგადმოგდებულო უქნარებო! რომ იცოდეთ როგორ ეჯავრებით საქართველოს მოქალაქეების 98%-ს?!!
5 წლის უკან
amo 99%-ს!
5 წლის უკან
სოციალისტი მე ის 1 % ლგბტ დავუმატე და ამიტომ გამოვიდა 98%.
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com შენ უფრო და უფრო ფეთქდები ყოველდღიურად, შენ ვინღა უნდა ააფეთქო, უკვე აფეთქებულო...
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ამთ ტვინამდე ვერ დავიდა რომ ჩვენ ქვეყანაში ხალხის ნდობას დაიმსახურებს მხოლოდ ის ძალა, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას, სიტუაციის და ხალხის დაწყნარებას, აქედან გამომდინარე ეკონომიკურ მოძლიერებას და საერთო განვითარებას დაუჭერს მხარს!!!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com და ამას გააკეთებს არა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალასთან დაპირისპირებისა და არეულობის ფონზე, არამედ მასთან ერთად და მასზე უკეთესად!!
5 წლის უკან
Maverick ამ დროს ბუუხო, რაღაცამ დაიბრუხუნა და დაფეთებულმა ... გამოიღვიძა, მიიხედ-მოიხედა, ვახ, კიდევ ამ მძღ--რის ბოჭკაში ვართ ორივე ძმა ჩაჭედილი, ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი; ნუ გეშინია, ბომბი არ იყო, ცოტა გამეპარაუ, ყურში ჩაუჩურჩულა ლევანმა...
5 წლის უკან