“მორჩა კინო”

“მორჩა კინო”

“მორჩა კინო! ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის მოსალოდნელ განაჩენს ადეკვატურად აფასებს! დიახ, ტელევიზია კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს!

რ2-ის ტელებორდელი ბოლო დღეებს ითვლის!”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი გიორგი გიგაური, “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომელშიც ის ამბობს:

” ხელისუფლება აპირებს ნებისმიერი ფორმით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას და არხის ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებას.”

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი2”-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ დროისთვის ქართული სასამართლო ინსტანციების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, დროებით შეჩერდა.